GEO

ჩვენს შესახებ

დაარსდა 1945 წელს.სხვდსასხვა დროს ერქვა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფტექნიკური სასწავლებელი, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმი.
2007 წლიდან მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო-პროფესიული სწავლების ცენტრი.
ჩვენი ცენტრი მრავალი ათეული წლის განმავლობაში ამზადებდა სხვადასხვა სამხატვრო პროფესიის სპეციალისტს (მხატვარი მეალფრეინე, მომპირკეთებელი,  კერამიკოსი, ხის და ლითონის დამმუშა- ვებელი და აშ,) მისი აღზრდილები მუშაობდნენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნაგებობის მოპირკეთებაზე, რესტავრაციაზე, თეატრებში მხატვარ შემსრულებლებად, ავეჯის მრეწველობაში,  საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში (ოქრომჭედლობა).
სასწავლებლის აღზრდილთა ნამუშევრები წარდგენილი იყო რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებზე. მიღებული აქვთ არაერთი ჯილდო.
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, მუშაობენ საერო და აგრეთვე საეკლესიო-სამონასტრო ნაგებობების მშენებლობაზე,  ინტერიერების და ექსტერიერების დამშვენებაზე ( მოჩუქურთმება, ხის და ლითონის სამუშაოები. კარიბჭეები, ავეჯი, საკულტო ნივთები და აშ). რელიეფების შესრულებაზე, ზოგიერთმა კურსდამთავრებულმა სწავლა განაგრძო სხვადასხვა სამხატვრო უმაღლეს სასწავლებლებში და ცნობილი მხატვარი  გახდა.
თოიძის ცენტრს ჰყავს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლის აღზრდილია, რომლებიც მონაწილეობდნენ არაერთ გამოფენაში საქართველოსა და საზღვარგარეთ.

2007 წლიდან ცენტრი მონაწილეობს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებში.

ამჟამად ცენტრში შეისწავლება:
ხის მხატრული დამუშავება, მოდელირება ჭრა-კერვა, თექის დამზადების, ხალიჩის, გობელენის ქსოვის ხელოვნება, ლითონის მხატვრული დამუშავება, არქიტექტურული დეტალების ძერწვა, კერამიკა, მინანქარი.
ყველა სტუდენტი სწავლობს კომპიუტერს, ეკონომიკის საფუძვლე ცენტრის სასწავლო ბაზა მოიცავს კარგად აღჭურვილ ლაბორატორიებს, სახელოსნოებს, სასწავლო კლასებს საერთაშორისო კონტაქტები

გამოფენები
გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 2007 წლის ივლისი
პრეზიდენტის გადამზადების პროგრამის სტუდენტთა გამოფენა 2008 წლის მარტი
გამოფენა სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში 2008 წლის ივლისი
გამოფენა პარიზში  ,,ხელოვნება ძალადობის წინააღმდეგ” 2008 წლის ოქტომბერი
გამოფენა გაყიდვა ავსტრიაში (ქ.ლინცი).2009  წლის მარტი. 


Copyright © 2009 - 2014 All Rights Reserved | Created by Neomedia